ჩვენს შესახებ
BSA არის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ოპერირებს 2019 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო 250 – ზე მეტი კომპანიის შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში.
ჩვენი გუნდი დაკომპლეტქებულია კვალიფიციური და გამოცდილი წევრებით, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ კვალიფიციური მომსახურება და კონსულტაცია შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით,უზრუნველყოფენ საჭირო ღონისძიებების დანერგვასა და მართვას, რათა თქვენს კომპანიაში დაცული იყოს შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები.
ჩვენი მიზანია დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი რისკებისგან დაცვის სისტემის შემუშავება, რომელიც შექმნის დასაქმებულთათვის ჯანსაღ და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს. ჩვენი საქმიანობით გვსურს დავეხმაროთ ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემების დანერგვაში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს.
უპირატესობები
აკრედიტირებული და გამოცდილი სპეციალისტების გუნდის მომსახურება;
ნებისმიერი ეკონომიკური დარგის მომსახურება;
პასუხისმგებლობების დაზღვევა;
დოკუმენტაციის მომზადება:
ანალიზი / რეკომენდაციები / აუდიტი